ლიხაურის ეკლესია

 

 ფოტოკოლაჟი

       

ლიხაურის ეკლესია ოდნავ შემაღლებულზე დგას, სოფ. ლიხაურის შუაგულში. თვითონ სოფელი ოზურგეთიდან 7-კილომეტრზეა დაშორებული.ეკლესიის შორიახლოს  კლდოვან პორფირის თხემზე აღმართულია მასიური ციხე მოუნახულებია 1832 წელს. ფრანგ მოგზაურს დიუბუა მონპრეიმ,მოგვიანებით კი დიმიტრი შაქრაძემ. ციხე უკაცრიელია ფრიალო კლდეებზე უნდა აბობღდე. ლიხაურის ეკლესიის ეზო საკმაოდ ვიწროა,მას მხოლოდ ერთი მხრიდან მთის გალავანირომელშიც დატანებულია თლილი ქვით ნაგები ოთხკუთხიანი სამრეკლო.მას ხის სახურავი აქვს,რომელიც ოთხ,ძალზე მსხვილ ქვის სვეტს ეყრდნობა.მის ქვეშ ორი ზარია,ერთი ძველი,თუჯისა,უენო,და უწარწერო.მეორე ახალი ბრინჯაოსი,იგი უშნო წარწერის მიხედვით,ვინმე თითაძეს შეუწირავს.სამრეკლოს ორივე ფასადნი,ეკლესიისაკენ პირშექცეული და გარეთაც ყურძნის მტევნებისა და ხის ფოთლების სახეებითა მოჩუქურთებული. თვით ეკლესიის შენობა იმავე      ქვითაა ნაშენები,რითაც სამრეკლი.იგი კვადრატის ფორმისაა, აღმოსავლეტ ნაწილში ხუთწახნაგიანი ნახევარწრით. ამ ნახევარწრეს დატანებული აქვს სამი ვიწრო ფანჯარა,რომელიც საგულდაგულოდ არის მოჩუქურთმებული.

დასავლეთიდან ეკლესიაზე მიშენებულია კარიბჭე.ეკლესია ღვთისშობლის  სახელობისაა.შიგნით კედლები  ტლანქად არის მოხატული. მისი ფრესკებიდან საინტერესოა ოთხი პორტრეტი ერისკაცებისა, რომლებიც ტანსაცმლითა და ქუდითა აჭის ეკლესიის  პორტრეტებს მოგვაგონებს.  სამწუხაროდ, ფრესკები სანახევროდ გადასულია და მათი წარწერები სრულიად  გამქრალა. მცირედი შემორჩენილით  თუ  ვიმსჯელებთ (შინაარსი დაფიქსირებულია დ. ბაქრაძის ნაშრომში) ისინი უძველესია გურიის ძველ წარწერებს შორის, რომელიც გვხვდება შემოქმედში, ჯუმათშიდა ამ მხარის ზოგიერთ სხვა ეკლესიებში.ლიხაურის ნაწერებში ადასტურებს რომ ახლანდელ ლიხაურს წარსულში რეხუელი ერქვა,მეორეც-იგი ამტკიცებს  გურიელთა საგვარეულო სიძველეს და მათ წარმომავლობას ვარდანიძეებისაგან, ვახუშტი გადმოგვცემს,მის დროსXVIII ს-ში არსებულ შეხედულებას-რომ გურიის საერისთავი თითქოს ებოძა სვანეთის ერისთავს ვარდანისძეს ბაგრატ V-ს დროს,რომელიც საქარტველოში მეფობდა 1360-1395.გარდა ამისა,დღემდე ისტორიულ ცნობილ პიროვნებად გურიელ-ვარდანიძეებად ითვლებოდა კახაბერ გურიელი,რომელიც 1483წ.გარდაიცვალა. მაგრამ ორივე შეხედულებას აბათილებს ლიხაურის წარწერა.სამწუხარიდ,არ შეგვიძლია ვთქვატ, როდის ცხოვრობდა მარუშან ვარდანიძე.მხოლოდ ვიცით, რომ თამარ მეფის დროსXII-ს მიწურულს წარჩინებულ კაცთა შორის იხსენიება ვინმე მარუშანი. მასზე არის თუ არა ლაპარაკი ლიხაურის ნაწერებში დაზუსტებით არვიცთ.ასეა თუ ისე,ჩვენთვის აწ უკვე ნახსენებ კახაბერზე გაცილებით ადრე, 1352-წელს აშენდა ლიხაურის ეკლესია,ხოლო გიორგი გურიელისადა მისი მეუღლის დროს ელენეს 1422-წელს აიგო ლიხაურის, ანუ ლეხეურის სამრეკლო.  

                                                                                                                                                                                  

 

Hosted by uCoz